Saturday, 16 April 2011

პრეზენტაცია

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოლოგიური უსაფრთხოება

1)პროექტის სახელწოდება: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოლოგიური უსაფრთხოება.

2)მთავარი თემა:2003 წელს ევროპის პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა ბიოუსაფრთხოების დოკუმენტს,რომლის თანახმად,ნებისმიერი საკვები,რომელიც 0,9% გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შეიცავს, ეტიკეტირებული უნდა იყოს.(ე.ი გენ. ტვირთი უნდა შეიცავდეს ნუკლეოტიდთა გარკვეულ უსაფრთხო თანმიმდევრობას)

3)პროექტის აქტუალობა: მსოფლიო მოიცვა გენმოდიფიცირებულმა საკვებმა,დაბაში იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა და ხომ არ არის საკვებიდან გამომდინარე

4)პროექტის მიზანი:განიხილონ გენური ინჟინერიის მიღწევების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები და შეექმნათ საკუთარი არგუმენტირებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

5)მონაწილეთა ასაკი: 10 კლასი

6)ვადები\ხანგრძლივობა: 2 კვირა

7)მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები განიხილავენ გენური ინჟინერიის მიღწევების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს და აყალიბებენ საკუთარ არგუმენტირებულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.

8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დიქტოფონი,პროექტორი.

9)პროექტის მსვლელობა:1ჯგუფი- ინტერვიუ ექიმებთან(ნუკლეოტიდების ცვლილებამ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. 2-ჯგუფი მაღაზია "ნეგო"-ში მოიძიონ გენმოდიფიცირებული საკვები თუ არის და თუ ეტიკიტირბეულია. 3-ჯგუფი -სკოლის კვებით ბლოკში აქვთ თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები 4-ჯგუფი მოიძიებს მასალას საქართველოში გენმიდიფიცირებული საკვების იმპორტის შესახებ. 5-ჯგუფი მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს ბუკლეტებს
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.

10)პროექტის ხელმძრვანელი: ნინო სიმონიშვილი

11)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.simonishvili2@gmail.com